The Walking Dead: Streets of Survival დაანონსდა — ზომბებთან ბრძოლა არკადულ სტილში

000
/ 10
0
0

The Walking Dead: Streets of Survival დაანონსდა — ზომბებთან ბრძოლა არკადულ სტილში

Trailmark Games-მა და Odaclick Game Studio-მ The Walking Dead: Streets of Survival დააანონსეს. არკადული beat ’em up PlayStation 5-ზე, Xbox Series X|S-ზე, Nintendo Switch 2-ზე, Switch-სა და PC-ზე გამოვა.

მოთამაშეები Rick Grimes-ს, Daryl Dixon-სა და Michonne-ს მართავენ. თითოეულ გმირს საკუთარი საბრძოლო სტილი, მონაცემები და ცნობილი იარაღი ექნება: Rick-ის რევოლვერი, Michonne-ის კატანა და Daryl-ის არბალეტი.

კამპანია All Out War-ის მოვლენებს ახლებურად გადმოსცემს. ბრძოლები Sanctuary-ში, Hilltop-ში, Alexandria-სა და სხვა ნაცნობ ადგილებში გაიმართება. მოწინააღმდეგეებს შორის იქნებიან Walkers, Saviors, Negan და Simon.

თამაშს რამდენიმე სირთულის დონე და განმეორებით გასავლელი არკადული რეჟიმი ექნება. PC დემო უკვე ხელმისაწვდომია, სრული ვერსიის თარიღი კი მოგვიანებით გამოცხადდება.

გააზიარეთ მეგობრებთან:
კომენტარები:
კომენტარის დამატება:
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
ბოლო კომენტარები
გიგა
მუდმივად გადააქვთ ეს თამაში, თუ მოვესწრებით კარგია ))) რაღაც შედევრი უნდა იყოს წესით