როგორც ჩანს, S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl-ის არსენალი შესაძლოა ახალი იარაღის ნიმუშებით შეივსოს. „დატამაინერმა“ (მონაცემების მომპოვებელმა) მეტსახელად Greshnyy, თამაშის ფაილებში სტელს-რეჟიმისთვის განკუთვნილი რევოლვერის აღწერა და მახასიათებლები აღმოაჩინა — მის სახელწოდებაში კი 4A Games-ის მიერ შექმნილ Metro-ს სერიაზე მინიშნებაა.
იარაღს შემდეგი აღწერა აქვს: „ვიღაც ძალიან ეცადა, რომ ეს რევოლვერი სპეციალური, შუალედური ვაზნებისთვის გადაეკეთებინა. გაწეული ძალისხმევის შეფასება რთულია, მაგრამ შედეგი უდავოდ შთამბეჭდავია“. რევოლვერი მოდიფიცირებულია შაშხანის კალიბრზე, აღჭურვილია მაყუჩით და აქვს გამორჩეული სახელი „Тихарь“ (ქართ. „ჩუმი“) — ასე ჰქვია ხელნაკეთ შაშხანას თამაშებიდან Metro 2033, Metro: Last Light და Metro Exodus.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ახალი იარაღი შესაძლოა შესანიშნავი არჩევანი გახდეს ფარულად თამაშის მოყვარულთათვის.
ხმები: პორტატული PlayStation 6-ის ტელევიზორთან მიერთება იქნება შესაძლებელი — „დოკში“ ის PS5-ზე მძლავრი იქნება
როგორც ჩანს, Sony „პორტატული“ მოწყობილობების ბაზარზე დაბრუნებას აპირებს. YouTube-არხის, Moore’s Law is
სიგიჟე და აფეთქებები Borderlands 4-ის პრომო-ტრეილერში
Borderlands-ის სერიის რიგით მეოთხე ნაწილის გამოსვლამდე ზუსტად ორი კვირა რჩება, რასთან დაკავშირებითაც
Gears of War: Reloaded-ის აუდიტორიამ უკვე მილიონ მოთამაშეს მიაღწია
Xbox Game Studios-ის თანამშრომლების ცნობით, გამოსვლიდან სულ რაღაც სამ დღეში, პირველი Gears of War-ის
GTA 6: ყველაფერი, რაც ვიცით 2025 წლის შემოდგომაზე – რელიზის თარიღი, გეიმპლეის დეტალები და PC ვერსიის მოლოდინი
30-08-2025
18+: Steam-ის ყველაზე „ცხელი“ ეროტიკული თამაშების გზამკვლევი
14-09-2025
ხმები: პორტატული PlayStation 6-ის ტელევიზორთან მიერთება იქნება შესაძლებელი — „დოკში“ ის PS5-ზე მძლავრი იქნება
30-08-2025
მიმოხილვა: Metal Gear Solid Delta: Snake Eater — საკულტო თამაშის ღირსეული რიმეიქი
31-08-2025
გამოვიდა ახალი ღია სამყაროს მქონე RPG-ის გეიმპლეი, რომელშიც მოთამაშეებს ოქროს ურდოს პერიოდში მოუწევთ გადარჩენა
02-09-2025
საუკეთესო ვიდეო თამაშები კრიმინალზე
06-09-2025