2025 წლის ფინალი: ნოემბრის ყველაზე გამორჩეული და მოსალოდნელი თამაშები

000
/ 10
1
0

2025 წელი ნელ-ნელა ფინალს უახლოვდება, სათამაშო ინდუსტრია კი უამრავ სიახლეს გვთავაზობს. ნოემბრის რელიზებს შორის არის დიდი სტრატეგიები და შუთერები, პლატფორმერები და სათავგადასავლო თამაშები – როგორც მშვიდი და მედიტაციური, ასევე დინამიკური და აგრესიული პროექტები.

გთავაზობთ ნოემბრის ყველაზე გამორჩეული თამაშების ყოველთვიურ მიმოხილვას!

Europa Universalis V

  • ჟანრი: სტრატეგია

  • გამოსვლის თარიღი: 4 ნოემბერი

  • პლატფორმები: PC

Paradox-ის გუნდი ახალ გლობალურ სტრატეგიას უშვებს, რომელშიც მოთამაშეებს მოუწევთ გვიანი შუა საუკუნეების ერთ-ერთი სახელმწიფოს მართვა და მისი გაძღოლა საუკუნეების გავლით მე-19 საუკუნის ინდუსტრიულ რევოლუციამდე. მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა კონტინენტი და მრავალფეროვანი ქვეყანა: ამერიკის ტომებიდან და ევროპული რესპუბლიკებიდან დაწყებული, აზიური გიგანტებით და ოკეანეთის საოცარი მხარეებით დამთავრებული.

PIONER

  • ჟანრი: შუთერი, MMO

  • გამოსვლის თარიღი: 4 ნოემბერი (ღია ბეტა)

  • პლატფორმები: PC

მრავალმოთამაშიანი შუთერი Pioner ნელ-ნელა უახლოვდება რელიზს, რომელიც 2026 წელსაა მოსალოდნელი. თუმცა, დეველოპერები უკვე მზად არიან, ყველა მსურველი PC-ზე ღია ბეტა-ტესტირებაზე მიიწვიონ. გეიმერებს ელით მოგზაურობა ღია პოსტაპოკალიპტურ სამყაროში: PvP და PvE რეჟიმებით, სახიფათო მისიებით და რეალიზმზე ფოკუსირებით.

Football Manager 26

  • ჟანრი: სტრატეგია, სიმულატორი

  • გამოსვლის თარიღი: 4 ნოემბერი

  • პლატფორმები: PS5, Xbox Series, PC

ფეხბურთის გულშემატკივრები მალე კვლავ შეძლებენ საკუთარი კლუბის ჩაბარებას – Football Manager 26 გვპირდება, რომ სერიის წინა თამაშებზე დიდი და უკეთესი იქნება. მოთამაშეები მართავენ კლუბს "კადრს მიღმა" და გაიყვანენ გუნდს რეგიონალურ ტურნირებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე – როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის.

Biped 2

  • ჟანრი: პლატფორმერი, თავსატეხი

  • გამოსვლის თარიღი: 5 ნოემბერი

  • პლატფორმები: PlayStation, Xbox, Switch, PC

სახალისო Biped 2 შექმნილია პლატფორმერებისა და თავსატეხების მოყვარულთათვის – როგორც მათთვის, ვისაც მარტო თამაში უყვარს, ასევე გუნდური მოთამაშეებისთვის. გეიმერებს ელით რობოტების თავგადასავალი უცნობ პლანეტაზე, რომელიც სავსეა გამოცანებითა და მოულოდნელი დაბრკოლებებით.

Syberia — Remastered

  • ჟანრი: სათავგადასავლო, თავსატეხი

  • გამოსვლის თარიღი: 6 ნოემბერი

  • პლატფორმები: PS5, Xbox Series, PC

კულტური ქვესტი Syberia განახლებულ ვერსიას მიიღებს. ბენუა სოკალის თამაშს ამერიკელი კეიტ უოლკერის თავგადასავალზე (რომელიც იდუმალ ციმბირს ეძებს) ელის რემასტერი გაუმჯობესებული გრაფიკით, მართვით და გადამუშავებული თავსატეხებით. აღსანიშნავია, რომ ორიგინალის მსგავსად, ახალი ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება რუსული გახმოვანებით.

Possessor(s)

  • ჟანრი: ექშენი, სათავგადასავლო

  • გამოსვლის თარიღი: 11 ნოემბერი

  • პლატფორმები: PlayStation 5, PC

დინამიკური საიდ-სქროლერი Possessor(s) შთაგონებულია პლატფორმერებითა და ფაითინგებით. მოთამაშეებს მოუწევთ იზოლირებული ქალაქის გამოკვლევა, რომელიც კოლაფსის გამო სხვა სამყაროს საშინელი არსებებით გაივსო. დემონთან ერთად, გმირი იბრძოლებს თავისუფლებისთვის და გამოიყენებს ყველა შესაძლო იარაღს – გიტარიდან დაწყებული კომპიუტერის მაუსით დამთავრებული.

Rue Valley

  • ჟანრი: RPG, სათავგადასავლო

  • გამოსვლის თარიღი: 11 ნოემბერი

  • პლატფორმები: PS5, Xbox Series, Switch, PC

Rue Valley-ს გმირი, რომელიც Disco Elysium-ს მოგაგონებთ, დროის მარყუჟში აღმოჩნდა. რამდენიმე წუთის წინ ის დეპრესიაში მყოფი ფსიქიატრთან იჯდა, ახლა კი აფეთქებას ხედავს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. მან უნდა შეცვალოს ხასიათი, შეისწავლოს სამყარო და დაუკავშირდეს ხალხს, რათა ამ უცნაური ხაფანგიდან თავი დააღწიოს.

Dispatch

  • ჟანრი: სტრატეგია, RPG

  • გამოსვლის თარიღი: 12 ნოემბერი (ეპიზოდი 7 და 8)

  • პლატფორმები: PlayStation 5, PC

Telltale Games-ის ყოფილი თანამშრომლების ახალი სუპერგმირული სტრატეგია, სადაც თქვენი არჩევანი გავლენას ახდენს სიუჟეტზე. პირველი ეპიზოდები ოქტომბერში გამოვიდა, თუმცა მე-7 და მე-8 ეპიზოდები ფინალს უახლოვდება. თამაშში ყოფილი სუპერბოროტმოქმედების გუნდის დისპეტჩერს აარონ პოლი (Breaking Bad) ახმოვანებს.

Anno 117: Pax Romana

  • ჟანრი: სტრატეგია, ქალაქის მშენებლობის სიმულატორი

  • გამოსვლის თარიღი: 13 ნოემბერი

  • პლატფორმები: PS5, Xbox Series, PC

Ubisoft გვთავაზობს, კვლავ ჩავუღრმავდეთ რომის იმპერიის თემატიკას. ამჯერად – ნაცვლის (გუბერნატორის) როლში, რომელსაც მოუწევს ახალი დასახლებების აშენება, ეკონომიკისა და სამხედრო ძლიერების განვითარება, მაცხოვრებლების მოთხოვნებისა და იმპერატორის სურვილების გათვალისწინებით.

Call of Duty: Black Ops 7

  • ჟანრი: შუთერი

  • გამოსვლის თარიღი: 14 ნოემბერი

  • პლატფორმები: PlayStation, Xbox, PC

Call of Duty-ს სერიას წარდგენა არ სჭირდება. ახალი Black Ops 7, რომელიც მეექვსე ნაწილის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ გამოდის, მოიცავს კამპანიას დევიდ მეისონის რაზმის შესახებ 2035 წელს, ასევე ზომბი-რეჟიმს, მულტიპლეერს ახალი რუკებით და Secure Boot-ის დაცვის სისტემას (რომელიც Battlefield 6-შიც გამოიყენება).

Escape from Tarkov

  • ჟანრი: შუთერი

  • გამოსვლის თარიღი: 15 ნოემბერი

  • პლატფორმები: PC

ლეგენდარული Escape from Tarkov, რომელმაც პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა, საბოლოოდ აღწევს რელიზს და გამოდის Steam-ზე. მუდმივად განვითარებადი ბეტა-ვერსიის ფინალური "ვაიპი" (განულება) 15 ნოემბერს შედგება. დეველოპერები რელიზის შემდეგაც გვპირდებიან სიურპრიზებს, ახალ ლოკაციებსა და იარაღს.

Solo Leveling: Arise Overdrive

  • ჟანრი: ექშენ-RPG

  • გამოსვლის თარიღი: 17 ნოემბერი

  • პლატფორმები: PC

კორეული რანობე, რომელიც პოპულარულ ვებტუნად და შემდეგ სტილურ ანიმედ იქცა – ახლა ექშენ-RPG თამაში ხდება. მოთამაშეებს მარტო ან კოოპერატივში მოუწევთ მოკლე დუნდულების გავლა და განვითარება, ანიმეს მთავარი გმირის მსგავსად. ჯერჯერობით თამაში მხოლოდ PC-ზე გამოდის, PS5 და Xbox Series ვერსიები 2026 წელს გამოჩნდება.

Moonlighter 2: The Endless Vault

  • ჟანრი: სათავგადასავლო, RPG

  • გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი (ადრეული წვდომა)

  • პლატფორმები: PC

ორიგინალური Moonlighter იმდენად ჯადოსნური იყო, რომ გასაკვირია, რატომ დასჭირდა გაგრძელების შექმნას შვიდ წელზე მეტი. ახლა Moonlighter 2: The Endless Vault PC-ზე გამოდის, თუმცა ჯერ მხოლოდ ადრეული წვდომის (Early Access) სახით. მოთამაშეები კვლავ მოირგებენ თავგადასავლების მაძიებლისა და მოგზაური ვაჭრის ორმაგ როლს.

S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

  • ჟანრი: შუთერი, სათავგადასავლო

  • გამოსვლის თარიღი: 20 ნოემბერი

  • პლატფორმები: PlayStation 5

ბევრისთვის ნანატრი შუთერი S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl, რომელიც შარშან Xbox Series-სა და PC-ზე გამოვიდა, ახლა უკვე PlayStation 5-ს იპყრობს. ერთი წლის განმავლობაში დეველოპერებმა გამოუშვეს უამრავი განახლება და დამატებით გააუმჯობესეს თამაში Sony-ს კონსოლისთვის (მაგალითად, დაამატეს DualSense-ის მხარდაჭერა).

Of Ash and Steel

  • ჟანრი: RPG, ექშენი

  • გამოსვლის თარიღი: 24 ნოემბერი

  • პლატფორმები: PC

ექშენი, რომელიც შთაგონებულია "Gothic"-ით და მოგვაგონებს Kingdom Come: Deliverance-ს და "The Witcher"-ს. თამაში მოთამაშეებს სახიფათო კუნძულზე აგზავნის, სადაც მათ მოუწევთ ლოკაციების გამოკვლევა, განძის ძიება და უძველესი საიდუმლოებების ამოხსნა.

Terminator 2D: No Fate

  • ჟანრი: პლატფორმერი, ექშენი

  • გამოსვლის თარიღი: 26 ნოემბერი (განახლება: თამაში გადაიდო 12 დეკემბრამდე)

  • პლატფორმები: PlayStation, Xbox, Switch, PC

პიქსელური ექშენ-პლატფორმერი, რომელიც დაფუძნებულია ლეგენდარულ ფილმზე "ტერმინატორი 2: განკითხვის დღე". რამდენიმე გადადების შემდეგ, მოთამაშეები საბოლოოდ შეძლებენ Skynet-ისა და T-1000-ის წინააღმდეგ ბრძოლას. თამაში შთაგონებულია კლასიკური თამაშებით, როგორიცაა Contra, Shinobi და Metal Slug და ექნება რუსულენოვანი ტექსტური თარგმანი.

გააზიარეთ მეგობრებთან:
მსგავსი სიახლეები:
18+: Steam-ის ყველაზე „ცხელი“ ეროტიკული თამაშების გზამკვლევი 18+: Steam-ის ყველაზე „ცხელი“ ეროტიკული თამაშების გზამკვლევი წლების განმავლობაში, Steam-ი ერიდებოდა „ზრდასრულთა“ კონტენტს, თუმცა პოლიტიკის ცვლილებების შემდეგ, პლატფორმაზე GTA 6: ყველაფერი, რაც ვიცით 2025 წლის შემოდგომაზე – რელიზის თარიღი, გეიმპლეის დეტალები და PC ვერსიის მოლოდინი GTA 6: ყველაფერი, რაც ვიცით 2025 წლის შემოდგომაზე – რელიზის თარიღი, გეიმპლეის დეტალები და PC ვერსიის მოლოდინი ათწლეულზე მეტი ლოდინის შემდეგ, სათამაშო სამყაროს ყველაზე მოსალოდნელი პროექტი, Grand Theft Auto 6, როგორც ცნობილმა ინსაიდერმა Ubisoft-ის უახლოესი წლების სავარაუდო სარელიზო გეგმა გაასაჯაროვა — პროექტების სია შთამბეჭდავია ცნობილმა ინსაიდერმა Ubisoft-ის უახლოესი წლების სავარაუდო სარელიზო გეგმა გაასაჯაროვა — პროექტების სია შთამბეჭდავია ცნობილმა და სანდო სათამაშო ინსაიდერმა, ტომ ჰენდერსონმა, გამოაქვეყნა Ubisoft-ის სავარაუდო შიდა გეგმა, რომელიც მიმოხილვა: Hell is Us — შერლოკი ემოციების დემონების წინააღმდეგ მიმოხილვა: Hell is Us — შერლოკი ემოციების დემონების წინააღმდეგ სათამაშო ინდუსტრიაში იშვიათად ჩნდებიან პროექტები, რომლებიც იმდენად თამამად არღვევენ ჟანრულ ჩარჩოებს, რომ მიმოხილვა: Gigabyte Gaming A16 — ხელმისაწვდომი 16-დუიმიანი გეიმინგ ლეპტოპი RTX 5050 ვიდეობარათით მიმოხილვა: Gigabyte Gaming A16 — ხელმისაწვდომი 16-დუიმიანი გეიმინგ ლეპტოპი RTX 5050 ვიდეობარათით დღეს გეიმინგ ლეპტოპების ბაზარი ისეთი მრავალფეროვანია, როგორც არასდროს. მწარმოებლები ცდილობენ, იპოვონ იდეალური
კომენტარები:
კომენტარის დამატება:
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
ბოლო კომენტარები
გიგა
მუდმივად გადააქვთ ეს თამაში, თუ მოვესწრებით კარგია ))) რაღაც შედევრი უნდა იყოს წესით