შუთერის John Carpenter’s Toxic Commando-ს პრევიუ

000
/ 10
3
0


Saber Interactive-ის ახალი კოოპერატიული შუთერი სახელწოდებით John Carpenter's Toxic Commando ნამდვილ შეშლილ თავგადასავალს წარმოადგენს, თანაც ყველა გაგებით. gamescom-ზე გამართული დახურული ჩვენების დროს, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, ერთი საათის განმავლობაში ეთამაშათ შუთერი სამ სხვა მოთამაშესთან ერთად. ამ დროის განმავლობაში მათ გადაუარათ სატვირთო მანქანამ, გაიტაცა უზარმაზარმა მონსტრმა, იმოძრავეს მონსტრებით სავსე რუკაზე და პარალელურად, მდევრებს იგერიებდნენ.

Toxic Commando მიზნად ისახავს 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის შეშლილი „ბოევიკების“ ატმოსფეროს გადმოცემას. Saber Interactive-ის დეველოპერები თამაშის სიუჟეტზე მუშაობისას ლეგენდარულ ჯონ კარპენტერთან, ფილმების „გაქცევა ნიუ-იორკიდან“ და „რაღაც“ რეჟისორთან, თანამშრომლობდნენ. მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება, სადაც დედამიწის ბირთვის ენერგიის გამოყენების ექსპერიმენტი ათავისუფლებს უძველეს არსებას, რომელიც ცნობილია როგორც „ლორწოს ღმერთი“. მოთამაშეები დაქირავებული მებრძოლების როლს ირგებენ, რომლებმაც პლანეტა მონსტრებისგან იარაღის ფართო არსენალის დახმარებით უნდა გადაარჩინონ.

ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტული ფილმების ლიცენზირება, მაგრამ თამაშში არის გარკვეული მინიშნებები, „ფასქეგები“ და ელემენტები, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის კარპენტერის მიერ განდიდებულ სამყაროს და მის ატმოსფეროს გადმოსცემს.

ტიმ უილიტსი, Saber Interactive-ის მთავარი კრეატიული დირექტორი

ჟურნალისტები ძალიან აქებენ ატმოსფეროს. უზარმაზარი რუკა სავსე იყო მწვანე ლორწოს ორმოებითა და მანათობელი საცეცებით, რომლებიც უყურადღებო მოთამაშეებს სცემდნენ. ზომბების ბრბოები თითქოს თავად ითხოვდნენ ყუმბარებით დაწვას, ხოლო სუპერმენის მტრის – დუმსდეის მსგავსი საზარელი, ეკლებიანი არსებები პერსონაჟებს იტაცებდნენ და მიათრევდნენ.

უილიტსმა აღნიშნა, რომ Toxic Commando-ზე მუშაობამ Saber-ს არსებების დიზაინში უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა, ვიდრე ლიცენზირებულ პროექტებს.

World War Z-ში ჩვენ ადამიან-ზომბებით ვართ შეზღუდულები, ხოლო Space Marine-ში – ტირანიდებით. აქ კი მხოლოდ ჩვენი ფანტაზია გვზღუდავს. ჩვენთან ნამდვილი შეშლილი არსებები დარბიან.

Saber-მა ორივე ხსენებული თამაშის გამოცდილება გამოიყენა მტრების ურდოებთან მუშაობისას, რაც აშკარად ჩანს Toxic Commando-ში. თამაში მუდმივად ინარჩუნებს დაძაბულობას, უშვებს რა მოთამაშეებზე უკვდავების უზარმაზარ ლაშქარს, რომელთა განადგურება მოლოტოვის კოქტეილებით, „რეილგანებით“, ტყვიამფრქვევის კოშკურებითა და სხვა მძიმე შეიარაღებითაა საჭირო.

მომხმარებლებს ასევე მოუწევთ სპეციალური უნარების ოსტატურად გამოყენება. შეგიძლიათ ითამაშოთ „ტანკის“ კლასით, რომელსაც პერიოდულად აქტივირებადი უნარი აქვს და ახლომდებარე ყველა მოკავშირეს მიღებულ ზიანს უმცირებს. „ჰილერს“ მსგავსი უნარი აქვს, რომელიც გარკვეულ რადიუსში დროებით სიცოცხლის ქულებს იძლევა, რაც ერთად ყოფნის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. უილიტსმა დაამატა, რომ თითოეულ კლასს აქვს გაუმჯობესების ღრმა ხეები, რომლებიც World War Z-ისა და Space Marine-ის სისტემებს ეფუძნება.

Toxic Commando ცხრა რუკით გამოვა, რომელთაგან თითოეული იმდენად დიდია, რომ მათზე გადაადგილება ტრანსპორტით ჯობს. თამაშის ამ ნაწილსაც ძალიან აქებენ: აქ არის სატვირთო მანქანები, სასწრაფო დახმარების მანქანა, მხარდაჭერის მანქანა და მრავალი სხვა.

John Carpenter’s Toxic Commando 2026 წელს გამოვა PC-ზე, PS5-სა და Xbox Series-ზე.


გააზიარეთ მეგობრებთან:
მსგავსი სიახლეები:
სიგიჟე და აფეთქებები Borderlands 4-ის პრომო-ტრეილერში სიგიჟე და აფეთქებები Borderlands 4-ის პრომო-ტრეილერში Borderlands-ის სერიის რიგით მეოთხე ნაწილის გამოსვლამდე ზუსტად ორი კვირა რჩება, რასთან დაკავშირებითაც S.T.A.L.K.E.R. 2-ის ფაილებში იპოვეს ახალი იარაღი Metro-ს სერიაზე მინიშნებით — შესაძლოა ის თამაშს პატჩებთან ერთად დაემატოს S.T.A.L.K.E.R. 2-ის ფაილებში იპოვეს ახალი იარაღი Metro-ს სერიაზე მინიშნებით — შესაძლოა ის თამაშს პატჩებთან ერთად დაემატოს როგორც ჩანს, S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl-ის არსენალი შესაძლოა ახალი იარაღის ნიმუშებით შეივსოს. Civilization 7-ის მოთამაშეთა საზოგადოებამ მთავარი პრობლემა გამოავლინა – სტრატეგია ცარიელ თავსატეხად იქცა Civilization 7-ის მოთამაშეთა საზოგადოებამ მთავარი პრობლემა გამოავლინა – სტრატეგია ცარიელ თავსატეხად იქცა Civilization 7-ის გამოსვლიდან უკვე 6 თვეზე მეტი გავიდა – მალე 7 თვეც შესრულდება, და ეს კარგი შუალედური Mafia: The Old Country-ს ახალი პატჩი ვიზუალს აუმჯობესებს და ასწორებს პრობლემებს მტრებისა და მოკავშირეების ხელოვნურ ინტელექტთან Mafia: The Old Country-ს ახალი პატჩი ვიზუალს აუმჯობესებს და ასწორებს პრობლემებს მტრებისა და მოკავშირეების ხელოვნურ ინტელექტთან სტუდია Hangar 13-მა Mafia: The Old Country-სთვის ახალი განახლება გამოუშვა. პატჩი მიზნად ისახავს ვიზუალური Gears of War: Reloaded-ის აუდიტორიამ უკვე მილიონ მოთამაშეს მიაღწია Gears of War: Reloaded-ის აუდიტორიამ უკვე მილიონ მოთამაშეს მიაღწია Xbox Game Studios-ის თანამშრომლების ცნობით, გამოსვლიდან სულ რაღაც სამ დღეში, პირველი Gears of War-ის
კომენტარები:
კომენტარის დამატება:
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
ბოლო კომენტარები
გიგა
მუდმივად გადააქვთ ეს თამაში, თუ მოვესწრებით კარგია ))) რაღაც შედევრი უნდა იყოს წესით